ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

AP: სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 2 ადამიანი

AP: სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა 2 ადამიანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ორი კი ნანგრევებშია მოყოლილი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს . შემთხვევა სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს რაიონში გამთენი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ორი კი ნანგრევებშია მოყოლილი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს . შემთხვევა სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს რაიონში გამთენი…

სტამბოლში შვიდსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე ორი კი ნანგრევებშია მოყოლილი. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

შემთხვევა სტამბოლის აზიურ ნაწილში, მალთეფეს რაიონში გამთენიისას მოხდა. შენობის ქვედა სამი სართული, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე კომერციული ფართი, ჩამოინგრა.

ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

სტამბოლის გუბერნატორის დავით გიულის ინფორმაციით, მაშველებმა ნანგრევებიდან რვა ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს, ხოლო ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია გრძელდება, რადგან ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში კიდევ ორი ადამიანი იმყოფება.

მანამდე სტამბოლის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მაშველებმა ნანგრევებში მოყოლილ ექვსი წლის ბავშვთან დაკავშირება შეძლეს. უცნობია, შედის თუ არა ბავშვი იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც მაშველებმა უკვე გამოიყვანეს.

გუბერნატორის განცხადებით, შენობის შემდგომი ჩამონგრევის საფრთხე არსებობს, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობის ევაკუაცია ახლომდებარე შენობებიდანაც მოხდა.

Associated Press-ის ინფორმაციით, თურქეთში, მათ შორის სტამბოლში, ბოლო წლებში ურბანული ტრანსფორმაციის პროგრამა მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ძველი და მიწისძვრისადმი მოწყვლადი შენობების უფრო უსაფრთხო საცხოვრებლით ჩანაცვლებაა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს