ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

საფრანგეთში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები გრძელდება

საფრანგეთში მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები გრძელდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქცია დღესაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს . განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება პარიზში, სადაც პოლიციამ ერთ-ერთი სკო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქცია დღესაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს . განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება პარიზში, სადაც პოლიციამ ერთ-ერთი სკო…

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების მასშტაბური საპროტესტო აქცია დღესაც პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

განსაკუთრებით დაძაბულია ვითარება პარიზში, სადაც პოლიციამ ერთ-ერთი სკოლის წინ აღმართული ბარიკადების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ხუთშაბათს დილით, პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ელენ ბუშეს სახელობის ლიცეუმთან ათობით მოსწავლემ ქუჩაში ნაგვის ურნები გამოიტანა და ბარიკადები აღმართა. პოლიციამ ტერიტორიის გასათავისუფლებლად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

როგორც ფრანგული მედია წერს, ელენ ბუშეს ლიცეუმი საფრანგეთის დედაქალაქში მოსწავლეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ერთ-ერთ მთავარ კერად იქცა. ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების გამო ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეფერხდა.

მოსწავლეების საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად, დღის განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში სულ მცირე 12 დემონსტრაციაა დაგეგმილი.

მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს დასასრული ჯერ არ უჩანს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს