ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

რუსეთის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა

რუსეთის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, ქვეყნის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა. კერძოდ, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სარაკეტო სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, ქვეყნის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა. კერძოდ, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სარაკეტო სა…

რუსეთის საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და აღმოფხვრის ერთიანი სახელმწიფო სისტემის მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, ქვეყნის 15 რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა.

კერძოდ, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში სარაკეტო საფრთხის შესახებ გაფრთხილება გამოცხადდა ასტრახანის, პენზის, ვოლგოგრადის, ნიჟნი ნოვგოროდის, სამარის, ულიანოვსკის, სარატოვის, ტამბოვის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებში, ასევე თათრეთში, მორდოვეთში, უდმურტეთსა და ჩუვაშეთში.

რუსეთის ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ დროებითი შეზღუდვები დაწესდა პენზის, სარატოვის, ნიჟნი ნოვგოროდის, ტამბოვის, სამარისა და ულიანოვსკის აეროპორტებში.

ცოტა ხნის წინ, მოსკოვის ოლქშიც გამოცხადდა სარაკეტო საფრთხის რეჟიმი. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეაფარონ შენობებს ან ავტოსადგომებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს