ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

კილის ინსტიტუტი: 100 მილიარდი ევროს ოდენობის გერმანული დახმარებიდან უკრაინამდე 42 მილიარდმა ევრომ ჩააღწია

კილის ინსტიტუტი: 100 მილიარდი ევროს ოდენობის გერმანული დახმარებიდან უკრაინამდე 42 მილიარდმა ევრომ ჩააღწია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 100 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებიდან, რომელიც გერმანიის მთავრობამ უკრაინას გამოუყო, კიევამდე მხოლოდ 41,7 მილიარდმა ევრომ ჩააღწია. შესაბამისი კვლევის შედეგებს გერმანიის კილის ინსტიტუტი აქვეყნებს . კვლევის თანახმად, მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

100 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებიდან, რომელიც გერმანიის მთავრობამ უკრაინას გამოუყო, კიევამდე მხოლოდ 41,7 მილიარდმა ევრომ ჩააღწია. შესაბამისი კვლევის შედეგებს გერმანიის კილის ინსტიტუტი აქვეყნებს . კვლევის თანახმად, მი…

100 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებიდან, რომელიც გერმანიის მთავრობამ უკრაინას გამოუყო, კიევამდე მხოლოდ 41,7 მილიარდმა ევრომ ჩააღწია. შესაბამისი კვლევის შედეგებს გერმანიის კილის ინსტიტუტი აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის მდგომარეობით უკრაინისთვის გერმანიის დახმარების მოცულობა 100 მილიარდ ევროს შეადგენდა, 43,3 მილიარდი ევრო სამოქალაქო დახმარება იყო, ხოლო 57,6 მილიარდი ევრო - სამხედრო.

აღნიშნული თანხა პოლიტიკური და საზოგადოებრივი კამათის საგანი გახდა, თუმცა, რას მოიცავდა დახმარება, უცნობი იყო.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივნისიდან გერმანიის მთავრობა დახმარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს.

სამოქალაქო დახმარების 43,3 მილიარდი ევროდან 35,9 მილიარდი ევრო, ანუ 80% გერმანიაში დაიხარჯა. კიდევ 1,3 მილიარდი ევრო უკრაინაში მომუშავე გერმანული კომპანიების საექსპორტო და საინვესტიციო გარანტიებზე დაიხარჯა.

ანალიზის თანახმად, უკრაინამდე სამოქალაქო დახმარებიდან მხოლოდ 7,4 მილიარდმა ევრომ ჩააღწია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს