ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 12

მედია: კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯას გადაურჩა, დადის და საკვებს დამოუკიდებლად იღებს

მედია: კრისტა პაიკი, რომელიც სიკვდილით დასჯას გადაურჩა, დადის და საკვებს დამოუკიდებლად იღებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კრისტა პაიკმა, რომელიც ტენესის შტატში სასიკვდილო ინიექციით სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობას გადაურჩა, საავადმყოფოში სიარული და საკვების მიღება კვლავ დაიწყო. ინფორმაციას ამერიკული მედია მის ადვოკატებზე დაყრდნობით ავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კრისტა პაიკმა, რომელიც ტენესის შტატში სასიკვდილო ინიექციით სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობას გადაურჩა, საავადმყოფოში სიარული და საკვების მიღება კვლავ დაიწყო. ინფორმაციას ამერიკული მედია მის ადვოკატებზე დაყრდნობით ავ…

კრისტა პაიკმა, რომელიც ტენესის შტატში სასიკვდილო ინიექციით სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობას გადაურჩა, საავადმყოფოში სიარული და საკვების მიღება კვლავ დაიწყო. ინფორმაციას ამერიკული მედია მის ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

50 წლის პაიკი პენტობარბიტალის ორი დოზის მიღების შემდეგაც გადარჩა. შტატმა მისი სიკვდილით დასჯა რვა დღის წინ სცადა, 1995 წელს თანაკურსელის კოლინ სლემერის ცემისა და დანით სასიკვდილოდ დაჭრის გამო. ადვოკატების ინფორმაციით, პრეპარატმა პაიკი ვერ მოკლა, თუმცა მას ხელებზე დამწვრობა და შეშუპება გაუჩნდა.

საავადმყოფოში მოთავსებიდან პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში პაიკი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

ადვოკატების განცხადებით, ოთხშაბათს პაიკმა პირველი ნაბიჯები გადადგა, თუმცა მისი გადაადგილების შესაძლებლობა შეზღუდული იყო. ხუთშაბათს სიარულისას მას დახმარება სჭირდებოდა. პაიკი ხელების მოძრაობის უნარსაც თანდათან იბრუნებს და პირველად შეძლო საკვების მიღება.

ამასთან, ადვოკატები ამბობენ, რომ გაურკვეველია, როგორ წარიმართება მისი ფიზიკური რეაბილიტაცია გრძელვადიან პერსპექტივაში და რა გავლენას მოახდენს სიკვდილით დასჯის წარუმატებელი მცდელობა მის სამართლებრივ მდგომარეობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სახეზეა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი კითხვები იმ ხანგრძლივ შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც მან გადაიტანა. „კრისტა მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას განიცდის იმის გამო, რომ სიკვდილით დასჯის წარუმატებელ მცდელობას გადაურჩა. მან გადაიტანა შიში, ტკივილი და გაურკვევლობა, რადგან სჯეროდა, რომ სიკვდილის პირას იყო“, - ნათქვამია ადვოკატების ხუთშაბათის განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, პაიკ გონს სამშაბათს მოვიდა და გაღვიძების შემდეგ საუბარიც შეძლო.

ჯერჯერობით უცნობია, შეეცდება თუ არა ტენესის შტატში პაიკის სიკვდილით დასჯას ხელახლა. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ „რესპუბლიკელ“ გუბერნატორ ბილ ლის სასჯელის უვადო პატიმრობით, პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე, შეცვლას სთხოვენ, წერს მედია.

„მას სიკვდილით დასჯის კიდევ ერთი მცდელობის გადატანა აღარ უნდა მოუწიოს“, - ნათქვამია ადვოკატების განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს