ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მარკო რუბიო: Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა

მარკო რუბიო: Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორგანიზაცია Amnesty International-ი თაღლითობაში დაადანაშაულა . განცხადება მარკო რუბიომ ლისაბონში პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაულუ რანჟელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორგანიზაცია Amnesty International-ი თაღლითობაში დაადანაშაულა . განცხადება მარკო რუბიომ ლისაბონში პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაულუ რანჟელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პ…

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ორგანიზაცია Amnesty International-ი თაღლითობაში დაადანაშაულა.

განცხადება მარკო რუბიომ ლისაბონში პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაულუ რანჟელთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია მან ირანის მთავრობის მიერ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების იგნორირებაში დაადანაშაულა.

მანამდე Amnesty International-მა პორტუგალიას მოუწოდა, შეერთებული შტატებისთვის ქალაქ ლაჟესის ავიაბაზის სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენება აეკრძალა.

„Amnesty International-ი თაღლითური ორგანიზაციაა. თუ მეკითხებით, რას ვფიქრობ Amnesty International-ის შეხედულებებზე, გეტყვით, რაზე უნდა იყოს ეს ორგანიზაცია ფოკუსირებული: ირანის რეჟიმზე, რომელმაც თეირანის ქუჩებსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში ათიათასობით ადამიანი ცივსისხლიანად მოკლა.

Amnesty International-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზეც, თუ როგორ შედის ირანის რეჟიმი საავადმყოფოებში, როდესაც დაშავებული მომიტინგეები იქ ხვდებიან და კლავს ადამიანებს პირდაპირ საავადმყოფოს საწოლებში. სხვათა შორის, ზოგჯერ იმ ექიმებსა და ექთნებსაც კლავენ, რომლებიც მათ მკურნალობდნენ.

სწორედ ამაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეს ომის დანაშაულებია. ეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებია და ეს დანაშაულებია, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სჩადიან“, - განაცხადა რუბიომ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს