ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

მარტა კოსი – თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო შორდება

მარტა კოსი – თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო შორდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით , ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია დაინტერესებულია თურქეთთან თანამშრომლობით და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობების განვითარე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით , ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია დაინტერესებულია თურქეთთან თანამშრომლობით და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობების განვითარე…

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით, ორგანიზაცია დაინტერესებულია თურქეთთან თანამშრომლობით და ორივე მხარისთვის სასარგებლო ურთიერთობების განვითარებით, თუმცა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

„მედიის თავისუფლებასთან, LGBTQI+ ადამიანების უფლებებსა და ადგილობრივ დემოკრატიასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს კიდევ უფრო აშორებს“, – განაცხადა კოსმა.

თურქეთის ხელისუფლებას ევროკომისრის განცხადებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გასულ კვირას თურქეთის სასამართლომ დამოუკიდებელი მედიასაშუალების, T24-ის სოციალური ქსელების ანგარიშების დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.

ხელისუფლების განცხადებით, გამოცემამ გასული წლის განმავლობაში 118 მასალა გამოაქვეყნა, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ შეიცავდა. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი მიზანი ბავშვებისა და ოჯახური ღირებულებების დაცვაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს