ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს

ტრამპის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე მისმა ყოფილმა მოსამართლემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, - წერს საინფორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე მისმა ყოფილმა მოსამართლემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, - წერს საინფორ…

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს - მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე მისმა ყოფილმა მოსამართლემ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილემ, ნაზჰათ შამიმ ხანმა დაგმო სანქციები და განაცხადა, რომ ისინი ტრიბუნალის მუშაობას ვერ შეაჩერებენ.

ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავდა ანტაგონისტურ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ და წარსულშიც დაუწესებია სანქციები მისი პროკურორებისა და მოსამართლეებისთვის.

პარასკევს გადადგმული ნაბიჯი ბევრად შორს მიდის, რადგან ის შესაძლოა იმ კომპანიების დასჯასაც ითვალისწინებდეს, რომლებიც მომსახურებას უწევენ უშუალოდ სასამართლოს.

„პრეზიდენტი ტრამპი არასოდეს მისცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკელების დევნის უფლებას“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.

„სწორედ ამიტომ, დღეს შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ჩვენ ავკრძალავთ ტრანზაქციებს ამ სასამართლოსთან, გადავუკეტავთ მათ რესურსებს და მათი ფუნქციონირების პარალიზებას მოვახდენთ“, - დასძინა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს