ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 17

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება სისუსტის აშკარა ნიშანია, პუტინისადმი საჩუქრები მშვიდობას არ მოიტანს, რუსეთი დიზელის საწვავისთვის ტერორით „გადაიხდის“

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება სისუსტის აშკარა ნიშანია, პუტინისადმი საჩუქრები მშვიდობას არ მოიტანს, რუსეთი დიზელის საწვავისთვის ტერორით „გადაიხდის“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება, მასთან დეესკალაციის შესახებ მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე, სისუსტის აშკარა ნიშანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება, მასთან დეესკალაციის შესახებ მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე, სისუსტის აშკარა ნიშანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკ…

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნებისმიერი შემსუბუქება, მასთან დეესკალაციის შესახებ მკაფიო და გრძელვადიანი შეთანხმების გარეშე, სისუსტის აშკარა ნიშანია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, დროებით შეაჩეროს სანქციები და დაუშვას რუსული დიზელის საწვავის მიწოდება გლობალურ ბაზრებზე.

„ეს რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ეს უზრუნველყოფს, რომ რუსეთი მეტ ადამიანს მოკლავს, უფრო დიდხანს იბრძოლებს, კიდევ უფრო ნაკლებ პატივს სცემს ამერიკას და კიდევ უფრო მეტ დანაკარგსა და ზიანს მიაყენებს მსოფლიოს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა მზადაა, დეესკალაციისკენ საპასუხო ნაბიჯები გადადგას და ამერიკულმა გუნდმა იცის ამ პოზიციის შესახებ.

„რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა ნავთობობიექტებზე ჩვენი დარტყმები პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის წინააღმდეგ დიდი ხნის ტერორის კამპანიაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა არ გაანადგურებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, თუ რუსეთი არ გაანადგურებს უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს.

„ჩვენ ვთავაზობთ ამერიკას სწორედ ამ ტიპის შეთანხმებას. გვჯერა, რომ შეერთებულ შტატებს საკმარისი ძალები აქვს ასეთი კომპრომისის მისაღწევად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სანქციების შემსუბუქება უკრაინაში მშვიდობის მიღწევას არ შეუწყობს ხელს.

„პუტინისადმი საჩუქრები მშვიდობას არ მოიტანს და ცივილიზებულ სამყაროს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. რუსეთი დიზელის საწვავისთვის „გადაიხდის“ შემდგომი ტერორითა და საზიზღარი ქმედებებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთისთვის ნავთობპროდუქტების გაყიდვის ნებართვა ომში ინვესტიციაა, რომელიც უნდა დასრულდეს და არა გაგრძელდეს.

„ჩვენ გვჭირდება რუსეთთან რეალური დეესკალაცია და სარკისებური ფორმატით“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები ასევე დაიცავს უკრაინელების სიცოცხლეს.

„ჩვენ იმედი გვაქვს ამერიკის სამართლიანი მხარდაჭერის უკრაინაში სიცოცხლის, ადამიანების დაცვის და შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შესაბამისი გადამწყვეტი საუბრის. მტკიცე და არა სუსტი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, მიაწოდოს ნავთობი და ნავთობპროდუქტები ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს, მის გაყიდვასთან, მიწოდებასთან, გადატვირთვასა და, მათ შორის, აშშ-ში იმპორტთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია კი 7 აპრილამდეა დაშვებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს