ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

დონალდ ტრამპი: მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პუტინს, ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, თანაც დიზელი – სწორედ ის, რაც ჩვენ გვჭირდება

დონალდ ტრამპი: მადლობას ვუხდი პრეზიდენტ პუტინს, ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, თანაც დიზელი – სწორედ ის, რაც ჩვენ გვჭირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გულახდილად რომ ვთქვა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-ს დიზელის მიღება სურს. „ვფი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გულახდილად რომ ვთქვა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ტრამპის თქმით, აშშ-ს დიზელის მიღება სურს. „ვფი…

გულახდილად რომ ვთქვა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ს დიზელის მიღება სურს.

„ვფიქრობ, გაიგეთ რუსეთთან ნავთობთან დაკავშირებული შეთანხმების შესახებ. ეს მნიშვნელოვანი გარიგებაა. ჩვენს ქვეყანაში ნავთობის უზარმაზარი მოცულობა შემოდის. გულახდილად რომ ვთქვა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ პუტინს. ჩვენთან ნავთობის უზარმაზარი რაოდენობა შემოდის, თანაც დიზელი. ეს სწორედ ის არის, რაც გვსურს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებაზე, რომ „ბოლოდროინდელი შეთანხმება ძლიერი პარტნიორის სუსტი ნაბიჯია, რომელიც მხოლოდ გაახანგრძლივებს ომს“, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „დიახ, ჩვენ ძლიერი პარტნიორი ვართ. ახლა მსოფლიოსთვის ნავთობი გვჭირდება. და ეს არის დიზელი – სწორედ ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ასე რომ, ძალიან გვიხარია მისი მიღება. ხომ ხედავთ, ნავთობის ფასები ძალიან სწრაფად ეცემა, ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვართ მისი მიღებით“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს