ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

„აქსიოსი“: უიტკოფი და კუშნერი უკრაინას დაემუქრნენ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას შეუწყვეტდა

„აქსიოსი“: უიტკოფი და კუშნერი უკრაინას დაემუქრნენ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას შეუწყვეტდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაიამიში გამართული შეხვედრის დროს უკრაინული მხარის წარმომადგენლებს დაემუქრნენ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაიამიში გამართული შეხვედრის დროს უკრაინული მხარის წარმომადგენლებს დაემუქრნენ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდას…

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მაიამიში გამართული შეხვედრის დროს უკრაინული მხარის წარმომადგენლებს დაემუქრნენ, რომ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნების უგულებელყოფის გაგრძელების შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაცია ქვეყანას აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომას შეუწყვეტდა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია მათ უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა. თუმცა, ამერიკული მხარე ამას უარყოფს.

ერთ-ერთი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წარმომადგენლებმა უკრაინულ დელეგაციას განუმარტეს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის ძლიერი პარტნიორია, რომელიც ქვეყანას საბრძოლო მასალებითა და სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფს. შესაბამისად, მისი თქმით, უკრაინამ ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას, რომლებიც ამერიკელ მომხმარებლებს დააზარალებს.

„რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები რუსეთს ტკივილს აყენებს, თუმცა ის შეერთებულ შტატებსაც აზარალებს“, - განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს