ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

კაია კალასი: ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის, ევროპა ამას არც გააკეთებს

კაია კალასი: ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის, ევროპა ამას არც გააკეთებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა. ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით,…

ახლა რუსეთზე ზეწოლის შესუსტების დრო არ არის და ევროპა ამას არც გააკეთებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსულ დიზელზე სანქციების შეჩერება მოსკოვს ომის საწარმოებლად დამატებით შემოსავალს აძლევს.

„ორ დღეში რუსეთის თავდასხმებს 80-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამასთანავე, რუსეთმა გააძლიერა ჰიბრიდული თავდასხმები ევროპის წინააღმდეგ — როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ნატო-ს მოკავშირეების მიმართ… ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, დაამტკიცონ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსეთის სამხედრო მანქანის წინააღმდეგაა მიმართული”, – აღნიშნა კაია კალასმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზარს 1.8 მილიონ ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს