ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია

დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება, ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად. „ვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად. „ვ…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს.

ტრამპმა მიანიშნა, რომ უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად.

„ვურჩევ, ახალი ლიდერი აირჩიონ, რომელსაც შეთანხმების მიღწევა შეუძლია. რატომღაც [ზელენსკი] ამას არასდროს აკეთებს“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამოსვლისას.

ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ 2022 წელს აშშ-ის პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა.

„არ არსებობდა მიზეზი, რის გამოც უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დაწყებულიყო; ის არაკომპეტენტურობის გამო დაიწყო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინამ ქვეყნის 30 პროცენტი დაკარგა.

„ომში ორ მილიონზე მეტი დაიღუპა. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა დაწყებულიყო. ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს