ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სრულად დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უზრუნველყოფს მსოფლიო სურსათის მიწოდებისა და უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სრულად დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უზრუნველყოფს მსოფლიო სურსათის მიწოდებისა და უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინისთვის მომავალი წლის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვა დააა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინისთვის მომავალი წლის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვა დააა…

ევროკომისიის პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მხარდაჭერა გამოუცხადა და უკრაინისთვის მომავალი წლის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვა დააანონსა. ამის თაობაზე ურსულა ფო დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სრულად დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც უზრუნველყოფს მსოფლიო სურსათის მიწოდებისა და უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. უკრაინა დაიკავებს ცენტრალურ ადგილს ევროპული საბჭოს ამ კვირის დღის წესრიგში. ჩვენ განვიხილავთ უკრაინის ფინანსურ საჭიროებებს მომავალი წლისთვის და დამატებითი საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვის გზებს. ამ კვირაში ევროკავშირი ასევე გამოყოფს დამატებით დაფინანსებას დრონებისა და რაკეტების შესაძენად, რათა გაძლიერდეს უკრაინის თავდაცვა და დაცული იყოს მისი საჰაერო სივრცე“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს