ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

კაია კალასმა ტრამპის მოწოდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი

კაია კალასმა ტრამპის მოწოდებას უპასუხა და აღნიშნა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩასატარებლად ცეცხლის შეწყვეტაა აუცილებელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი, ამიტომ საერთაშორისო ზეწოლა პირველ რიგში რუსეთზე უნდა განხორციელდეს, - განაცხადა კაია კალასმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი, ამიტომ საერთაშორისო ზეწოლა პირველ რიგში რუსეთზე უნდა განხორციელდეს, - განაცხადა კაია კალასმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომად…

უკრაინაში არჩევნების ჩატარება მხოლოდ საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ გახდება შესაძლებელი, ამიტომ საერთაშორისო ზეწოლა პირველ რიგში რუსეთზე უნდა განხორციელდეს, - განაცხადა კაია კალასმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასე დონალდ ტრამპის მოწოდების გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კალასმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა კონსტიტუცია კრძალავს არჩევნების ჩატარებას ომის დროს. მისი თქმით, შიდაპოლიტიკურმა ბრძოლამ არ უნდა დაარღვიოს ხალხის ერთიანობა საგარეო აგრესიის ფონზე.

„თუ რუსეთზე განხორციელდება ზეწოლა ომის შეწყვეტის მიზნით, დარწმუნებული ვარ, უკრაინაში არჩევნები ჩატარდება“, - დასძინა კალასმა.

ის ასევე დონალდ ტრამპის მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვი ზავის პირობებს არ ასრულებს.

„ჩვენ მივესალმებით ენერგეტიკულ ზავს, თუ მას იცავენ. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვნახეთ, რომ რუსეთიც დაიცავს მას. პირადად მე ასევე მივესალმებოდი, ზავს რომლის მიხედვითაც არა მხოლოდ ენერგეტიკა არ დაზიანდებოდა, არამედ ადამიანებიც არ დაიხოცებოდნენ“, - აღნიშნა კალასმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს