ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 8

ზელენსკი: აშშ-ს „დიზელის შეთანხმება“ უკრაინასთან უნდა დაედო

ზელენსკი: აშშ-ს „დიზელის შეთანხმება“ უკრაინასთან უნდა დაედო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს , რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან „დიზელის შეთანხმების“ დადება არ აწყენდა, რადგან სწორედ კიევი წყვეტს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან რომელი იმუშავებს და რუსულ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს , რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან „დიზელის შეთანხმების“ დადება არ აწყენდა, რადგან სწორედ კიევი წყვეტს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან რომელი იმუშავებს და რუსულ…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინასთან „დიზელის შეთანხმების“ დადება არ აწყენდა, რადგან სწორედ კიევი წყვეტს, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან რომელი იმუშავებს და რუსული ნავთობით დატვირთული რომელი გემები შეძლებენ ზღვაში ნავიგაციას. ამ თემაზე მან ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე ისაუბრა.

ზელენსკიმ ეჭვი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზე მიღწეულ შეთანხმებას გლობალურ ბაზარზე გავლენა ექნება, რადგან, მისი თქმით, შეთანხმებული მოცულობა უმნიშვნელოა.

„თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობს, ეს მისი ნებაა. მე მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების უკან სხვა მოტივები დგას. თუ ასეა, მაშინ რატომ არ დებს ამერიკა დიზელის მიწოდების შესახებ შეთანხმებას უკრაინასთან? ჩვენ გვაქვს გავლენა იმაზე, იმოძრავებენ თუ არა ეს გემები. ჩვენ განვსაზღვრავთ, იმუშავებენ თუ არა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. მოდით, ეს გავაკეთოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ის კვლავ დაუბრუნდა ენერგეტიკული ზავის საკითხს და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის პრიორიტეტულია ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიწოდება.

9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა. 11 ოქტომბერს კი ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შონის ენერგეტიკულ ზავი ამოქმედდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს