ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილს ავტორიტარიზმი ახასიათებს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ფრაგმენტებად დაშლილ პარტიაში

ირაკლი ქადაგიშვილი - სააკაშვილს ავტორიტარიზმი ახასიათებს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ფრაგმენტებად დაშლილ პარტიაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რეალურად თუ შევხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მრავალ ფრაგმენტად და ჯგუფად არის ჩამოყალიბებული, ამ პროცესებზე ექსკლუზიურ უფლებას მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რეალურად თუ შევხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მრავალ ფრაგმენტად და ჯგუფად არის ჩამოყალიბებული, ამ პროცესებზე ექსკლუზიურ უფლებას მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვი…

რეალურად თუ შევხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მრავალ ფრაგმენტად და ჯგუფად არის ჩამოყალიბებული, ამ პროცესებზე ექსკლუზიურ უფლებას მიხეილ სააკაშვილი ინარჩუნებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დაპირისპირებაა არა მხოლოდ მოქმედ თავმჯდომარესა და კანდიდატს შორის არის.

„მიხეილ სააკაშვილი მის მიერ დაყენებულ კანდიდატურას, ნანუკა ჟორჟოლიანს ერთ სიტყვას არ ჰპატიობს, ისეთს, რომელიც შეიძლება, მისი თავისუფალი ინტერპრეტაციით იყოს განპირობებული. ანუ, მკაცრად მიუთითებს, რომ ის უნდა იყოს მისი ნების და პოლიტიკური აზრის გაგრძელება პარტიაში. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილს ავტორიტარიზმი ახასიათებს, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასევე ფრაგმენტებად დაშლილ პარტიაში. ნანულა ჟორჟოლიანი და თინა ბოკუჩავა პოლიტიკაში არიან და მათ ინტერესი აქვთ, „ნაცმოძრაობის“ მემკვიდრეობის განმკარგავი ვინ იქნება. მათ პრეტენზია აქვთ, რომ ეს მემკვიდრეობა მის სასარგებლო პოლიტიკურ აქტივად აქციონ. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ფიქრობს, რომ ეს მემკვიდრეობა უნდა იყოს მხოლოდ მისი ექსკლუზიური განკარგვის ქვეშ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს