ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 7

პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვიტოს

პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი მზადაა, უკრაინაზე დარტყმები მხოლოდ არჩევნების დღეს შეწყვიტოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა , რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა, გასცეს განკარგულება უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ არჩევნების დღეს შეეხება. „თუ კიევში რეალურად სურთ არჩ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა , რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა, გასცეს განკარგულება უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ არჩევნების დღეს შეეხება. „თუ კიევში რეალურად სურთ არჩ…

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი მზადაა, გასცეს განკარგულება უკრაინაზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ეს მხოლოდ არჩევნების დღეს შეეხება.

„თუ კიევში რეალურად სურთ არჩევნების ჩატარება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, უმაღლესი მთავარსარდალი, მზადაა გასცეს მითითება, რომ არ განხორციელდეს დარტყმები უკრაინაზე არჩევნების დღეს - სწორედ არჩევნების დღეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს​“.

თავის მხრივ, უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ თანახმაა უკრაინაში არჩევნების ჩატარებაზე, თუ რუსეთი 60-დღიან ზავს გამოაცხადებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს