ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 6

ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალი: თუ ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მათ საშუალებას, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს

ევროპაში ნატოს ძალების მთავარსარდალი: თუ ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მათ საშუალებას, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუ ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მათ საშუალებას, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს, - განაცხადა აშშ-ის გენერალმა ალექს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუ ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მათ საშუალებას, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს, - განაცხადა აშშ-ის გენერალმა ალექს…

თუ ვინმე იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ თავს დაგვესხას, ჩვენ ვიბრძოლებთ - ჩვენ შევაჩერებთ თავდასხმას და არ მივცემთ მათ საშუალებას, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, რა მიზნებიც არ უნდა იყოს ეს, - განაცხადა აშშ-ის გენერალმა ალექსუს გრინკევიჩმა, ევროპაში ნატოს მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა.

„მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერი თავდასხმა ნებისმიერი მოკავშირის წინააღმდეგ სრულიად ამაო აღმოჩნდეს“, - აღნიშნა მან.

გრინკევიჩმა დეტალურად განმარტა ის, რასაც მან ალიანსზე შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების „გამარჯვების თეორია“ უწოდა.

„ნება მომეცით, ერთი რამ ძალიან ნათლად განვმარტო: მე არ მივიჩნევ, რომ კონფლიქტი გარდაუვალია ან უახლოეს მომავალში მოსალოდნელია. ეს ასე არ არის“, - განაცხადა გრინკევიჩმა.

გრინკევიჩმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებს, მტკიცებულებების მოპოვებისთანავე, სწრაფად მართებთ პასუხისმგებლობის რუსეთისთვის დაკისრება და მოსკოვისთვის იმის ნათლად ჩვერნება, რომ ის ზღვარს ვერ გადავა.

„მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა გააგრძელონ კონსულტაციები, იფიქრონ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია პასუხის გაცემა, და დარწმუნდნენ, რომ რუსებს მკაფიოდ და მოკლედ ვუგზავნით სიგნალს იმის შესახებ, თუ სად გადის ჩვენი წითელი ხაზები“, - თქვა მან.

გრინკევიჩმა დასძინა, რომ უფრო მასშტაბური თავდასხმის შემთხვევაში, ნატო გადამჭრელად იმოქმედებს მოწინააღმდეგის შესაჩერებლად, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - გაანადგურებს მის უნარს, გააგრძელოს ბრძოლა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს