ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

ლიეტუვის პრემიერი: ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს

ლიეტუვის პრემიერი: ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, მინდაუგას სინკევიჩიუსი მიიჩნევს , რომ უკრაინის მოკავშირეებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა სთხოვონ, დარტყმები განახორციელოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრზე. ლიეტუვის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, მინდაუგას სინკევიჩიუსი მიიჩნევს , რომ უკრაინის მოკავშირეებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა სთხოვონ, დარტყმები განახორციელოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრზე. ლიეტუვის…

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, მინდაუგას სინკევიჩიუსი მიიჩნევს, რომ უკრაინის მოკავშირეებმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უნდა სთხოვონ, დარტყმები განახორციელოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრზე.

ლიეტუვის პრემიერის კომენტარი გაჟღერდა პასუხად შეკითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ლიეტუვამ, პოლონეთმა და სხვა მოკავშირეებმა საკუთარ ქვეყნებში არჩევნების ჩარევისგან დასაცავად.

„ვფიქრობ, ბატონ ზელენსკის უნდა ვთხოვოთ, დარტყმები მიაყენოს რუსეთში მდებარე მონაცემთა დამუშავების უფრო მეტ ცენტრს და ეს, შესაძლოა, დაგვეხმაროს“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, სტრატეგიები და გეგმები აუცილებელია, თუმცა „რუსეთს ისინი ვერ აკავებს“.

„ჩვენი ქვეყნების თავდაცვის მრეწველობა კვლავ ჩამორჩება რეალურ საწარმოო საჭიროებებს, განსაკუთრებით ამ პერიოდში, ამიტომ საჭიროა მისი სტიმულირების გზების ძიება - უფრო აქტიური ორმხრივი თანამშრომლობით, უკრაინის გამოცდილებიდან სწავლითა და მის მიერ შეძენილი კომპეტენციების გაზიარებით. რაც უფრო მეტს გავაკეთებთ ერთად - ინფორმაციის გაცვლით, ერთობლივი შესყიდვებით, ერთობლივი წარმოებითა და ერთობლივი სწავლებებით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით“, - განაცხადა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს