ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“ - უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ ნათლად განუმარტა კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურას დარტყმები მიადგება

„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“ - უკრაინული გამოცემა The Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ ნათლად განუმარტა კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურას დარტყმები მიადგება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნებს დაემუქრა, რათა კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს. ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent -ი უკრაინელ ოფიციალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნებს დაემუქრა, რათა კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს. ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent -ი უკრაინელ ოფიციალ…

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო და სამთავრობო მაღალჩინოსნებს დაემუქრა, რათა კიევმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს. ამის შესახებ გამოცემა The Kyiv Independent-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროების ცნობით, ამერიკულმა მხარემ ნათლად განუმარტა კიევს, რომ ვაშინგტონი უკრაინას დააკისრებს პასუხისმგებლობას, თუ გამოცხადებული ზავის პერიოდში რუსულ ენერგოინფრასტრუქტურას დარტყმები მიადგება.

„მათ ყველა მაღალი რანგის სამხედრო მოხელეს დაურეკეს და დაემუქრნენ“, - განუცხადა The Kyiv Independent-ს უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. - „ისინი ყველას ეუბნებიან, რომ გათიშავენ როგორც სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, ასევე PURL-ის [შეიარაღების შესყიდვის] პროგრამას“.

ვაშინგტონი იმუქრება იმ კრიტიკული სადაზვერვო ინფორმაციის შეჩერებით, რომელსაც უკრაინა ფრონტზე ოპერაციების დასაგეგმად იყენებს.

PURL-ი ევროპის მიერ ინიცირებული მექანიზმია, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდებას ითვალისწინებს და ნატოს წევრების მიერ ფინანსდება. ამ სქემით პირველსავე წელს უკრაინამ 6.7 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი მიიღო.

ეს მუქარები მოჰყვა დაძაბულ 48-საათიან პერიოდს, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმების მიღწევა გამოაცხადა. ამას მოჰყვა ტრამპის მოწოდებები ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოშორების შესახებ, ხოლო მოგვიანებით - ცალმხრივი „ენერგეტიკული ზავის“ გამოცხადება, რაც როგორც კიევისთვის, ისე მოსკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ტრამპის 11 ოქტომბრის განცხადების შესახებ კიევმა წინასწარ არაფერი იცოდა. განცხადების შემდეგ უკრაინულ მხარეზე ზეწოლა გაიზარდა, რათა თავი შეეკავებინათ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებისგან.

ამავდროულად, რუსეთს უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე შეტევები არ შეუწყვეტია - ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში რუსულმა ძალებმა ხარკოვის თბოელექტროსადგურს დაარტყეს.

The Kyiv Independent-ის ცნობით, ამერიკელებისგან ზარები მიიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მიხაილო დრაპატიმ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, პავლო პალისამ. პალისამ Financial Times-თან საუბარში დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისგან მუქარის შემცველი შეტყობინებები ნამდვილად მიიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს