ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს“

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს , რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს. ლავროვის თქმით, ზელენსკი ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა ხრიკი გამოიყენოს. „პრეზიდენტ ტრამპის განცხა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს , რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს. ლავროვის თქმით, ზელენსკი ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა ხრიკი გამოიყენოს. „პრეზიდენტ ტრამპის განცხა…

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ბრძოლის ველზე შესვენებას არ იმსახურებს.

ლავროვის თქმით, ზელენსკი ყოველთვის ცდილობს, სხვადასხვა ხრიკი გამოიყენოს.

„პრეზიდენტ ტრამპის განცხადების მიმართ ზელენსკის მოჩვენებითი გაკვირვება მხოლოდ ერთ რამეს ასახავს: ის მზადაა, გამოიყენოს ნებისმიერი სიტყვა, ინიციატივა ან იდეა, რომელიც საზოგადოებრივ სივრცეში აღწევს, რათა, ხრიკებით თუ უხეშად, წინ წასწიოს თავისი ინტერესი შესვენების მიმართ. არა მგონია, რომ ის შესვენებას იმსახურებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ზელენსკი ამბობს, რომ მზადაა, არჩევნები ჩაატაროს, თუ „ორი თვე მიეცემა ძალების მოსაკრებად“, მაგრამ ამ დროის განმავლობაში ევროპა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ახალი იარაღით მოამარაგებს ბრძოლის გასაგრძელებლად.

ცნობისთვის, 11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, უკრაინას ახალი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. ტრამპმა აღნიშნა, რომ „უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა რუსეთთან ომის დასასრულებლად“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს