ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 11

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს

ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ ( RFI ) სომხურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ ( RFI ) სომხურ…

სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება - პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „რადიო საფრანგეთის“ (RFI) სომხურ რედაქციასთან ინტერვიუში იმ შეკითხვის საპასუხოდ, ცდილობს თუ არა სომხეთი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას.

პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები ვეღარ იქნება ისეთივე, როგორიც ადრე იყო, რადგან მაშინ აზერბაიჯანთან კონფლიქტი არსებობდა, ახლა კი მშვიდობაა.

„ჩვენ გვსურს განვამტკიცოთ, გავაძლიეროთ და განვავითაროთ ჩვენი დამოუკიდებლობა. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დაბალანსებული და წონასწორობის მიღწევაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. გვინდა, რომ ჩვენს ბიზნესს ჰქონდეს ალტერნატივები როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის თვალსაზრისით. მაგალითად, წარსულში სომხეთში ბენზინისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ბაზარი მცირე ჯგუფის ხელში იყო კონცენტრირებული. საგარეო გარემოს ცვლილებებს ჩვენთვის სერიოზული პრობლემები მოჰყვებოდა. ბოლო წლებში სომხეთში ნავთობპროდუქტების იმპორტს არა მხოლოდ რამდენიმე, არამედ ათობით კომპანია ახორციელებს. ამ ვითარებამ საშუალება მოგვცა თავიდან აგვერიდებინა გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისების მძიმე დარტყმა, რაც სხვა ქვეყნებმა განიცადეს. მაგალითად, უკრაინის მოქმედებების შედეგად რუსეთში ნავთობპროდუქტების მიწოდების პრობლემები შეიქმნა, თუმცა ჩვენი შიდა პოლიტიკის წყალობით, სომხეთს ეს პრობლემები არ შეხებია“, - განაცხადა ფაშინიანმა.

შეკითხვაზე - ჩაატარებს თუ არა სომხეთი რეფერენდუმს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლის შესახებ - ფაშინიანმა უპასუხა, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად სომხეთს ჯერ სულ მცირე ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი მაინც უნდა ჰქონდეს წარდგენილი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ამ ეტაპზე სომხეთი არ არის მზად გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, უამრავი რეფორმაა განსახორციელებელი, რათა სომხეთმა ევროკავშირის სტანდარტები დააკმაყოფილოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს