ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 5

ბულგარეთის პრემიერი რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს

ბულგარეთის პრემიერი რუსეთის ელჩის დაბარებას გეგმავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებით ორ გემზე შეტევა განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა, - ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა. „ბულგარეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს სავაჭრო გემზე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებით ორ გემზე შეტევა განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა, - ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა. „ბულგარეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს სავაჭრო გემზე…

ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებით ორ გემზე შეტევა განხორციელდა, ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა, - ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა განაცხადა.

„ბულგარეთის ტერიტორიული წყლების უშუალო სიახლოვეს სავაჭრო გემზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმა სრულიად მიუღებელია. 01:30 საათზე მიღებულ იქნა განგაშის სიგნალი გემიდან, რომელიც ბიალას აღმოსავლეთით, 18 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფებოდა. ეკიპაჟის ინფორმაციით, მალტის დროშით მცურავ, ოდესაში რეგისტრირებულ და უკრაინის მფლობელობაში მყოფ გემ „ჩელსი 3“-ს სამმა საჰაერო დრონმა გემბანსა და ბორტზე დაარტყა”, - დაწერა რადევმა სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ეკიპაჟის 15-ვე წევრი - უკრაინის შვიდი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე - უსაფრთხოდ გადაიყვანეს ვარნის პორტში. მათგან ხუთს სამედიცინო დახმარება უტარდება.

„ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენს მუდმივ წარმომადგენლებს მომხდარის შესახებ უკვე ვაცნობეთ. ბულგარეთი კვლავ ცდილობს, მოიპოვოს მხარდაჭერა თავდასხმების გამოძიებისთვის, რათა დადგინდეს, რომელი ქვეყნიდან იყო გაშვებული დრონები. ასევე ვითხოვთ დახმარებას საჰაერო და საზღვაო სივრცეზე მეთვალყურეობის გაძლიერებისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით”, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა.

მისი განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის ელჩს დაიბარებენ.

„არ გაგვაჩნია მკაფიო და უტყუარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ პასუხისმგებლობა რომელიმე მხარეს დავაკისროთ. თუმცა, ლოგიკა იმაზე მიუთითებს, რომ ეს შედეგი რუსეთის ფედერაციის ინტერესებშია. ამიტომ, დღეს შეხვედრაზე რუსეთის ელჩს დავიბარებ”, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს