ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

CNBC: ილონ მასკმა „რესპუბლიკურ“ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის 276 მილიონი დოლარი შესწირა

CNBC: ილონ მასკმა „რესპუბლიკურ“ პარტიას შუალედური არჩევნებისთვის 276 მილიონი დოლარი შესწირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ივლისიდან დღემდე „რესპუბლიკელთა“ მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფებს 276 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა, რითაც 2026 წლის შუალედური არჩევნების ყველაზე მსხვილი ცნობილი დონორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ივლისიდან დღემდე „რესპუბლიკელთა“ მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფებს 276 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა, რითაც 2026 წლის შუალედური არჩევნების ყველაზე მსხვილი ცნობილი დონორ…

კომპანიების Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ივლისიდან დღემდე „რესპუბლიკელთა“ მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფებს 276 მილიონ დოლარზე მეტი შესწირა, რითაც 2026 წლის შუალედური არჩევნების ყველაზე მსხვილი ცნობილი დონორი გახდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

თანხის უდიდესი ნაწილი, 158 მილიონი დოლარი, Senate Leadership Fund-ს გადაეცა. ეს არის მთავარი სუპერკომიტეტი, რომელიც სენატორობის „რესპუბლიკელ“ კანდიდატებს უჭერს მხარს. მონაცემები მასკის წარმომადგენლებმა The New York Times-ს მიაწოდეს, ხოლო CNBC-თან ინფორმაცია დაადასტურა მასკის America PAC-ის წარმომადგენელმა ლინდსი კერნუტმა.

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა 76 მილიონ დოლარზე მეტი ასევე შესწირა America PAC-ს - ორგანიზაციას, რომელიც მან 2024 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დააფუძნა. ორგანიზაციამ სენატისა და წარმომადგენელთა პალატის კონკურენტულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა მობილიზების მასშტაბური ქსელი შექმნა.

ახალი შემოწირულებების გათვალისწინებით, 2025–2026 წლების საარჩევნო ციკლში მასკის მიერ ფედერალურ პოლიტიკურ საქმიანობაზე გაღებულმა თანხამ 366 მილიონ დოლარს მიაღწია. ეს უკვე აღემატება იმ 290 მილიონ დოლარს, რომელიც მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დახარჯა, - იუწყება CNBC.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს