ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით

ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვაშინგტონის მოქმედებები შესაძლოა ზედმეტად შორს წავიდა. მისი თქმით, ირანის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციამ გაართულა იმ პირების იდენტიფიცირება…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვაშინგტონის მოქმედებები შესაძლოა ზედმეტად შორს წავიდა. მისი თქმით, ირანის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციამ გაართულა იმ პირების იდენტიფიცირება…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვაშინგტონის მოქმედებები შესაძლოა ზედმეტად შორს წავიდა.

მისი თქმით, ირანის მაღალჩინოსნების ლიკვიდაციამ გაართულა იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებთანაც შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების გამართვა შეეძლო.

ოჰაიოს შტატის ქალაქ იანგსტაუნში წინასაარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, ტრამპმა ის სირთულეები დაასახელა, რომლებსაც ვაშინგტონი თეირანთან კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მცდელობისას აწყდება.

„შესაძლოა, ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ზედმეტად შორს წავედით, რადგან უკვე აღარ ვიცით, ვისთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ტრამპმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას.

„ირანის პრეზიდენტობა არავის სურს“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ პოტენციური კანდიდატები ამ თანამდებობის დაკავებას არ თანხმდებიან.

ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო კამპანიის შედეგად შექმნილი სირთულეების აღიარების მიუხედავად, ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციებმა ირანის საჰაერო ძალები და საზღვაო ფლოტი, ფაქტობრივად, გაანადგურა.

თეთრი სახლის ლიდერის მტკიცებით, ირანმა თავისი 159-ვე სამხედრო ხომალდი დაკარგა. „ისინი ზღვის ფსკერზე მშვენივრად განისვენებენ“, - განაცხადა მან.

მიტინგზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანს, რომელსაც მან „ტერორიზმის სპონსორი ნომერ პირველი სახელმწიფო“ უწოდა, ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცემა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს