ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

BBC: ამერიკაში, გასართობ პარკში ატრაქციონზე ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა

BBC: ამერიკაში, გასართობ პარკში ატრაქციონზე ინციდენტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის ჯორჯიის შტატში, გასართობ პარკ Six Flags Over Georgia-ში ატრაქციონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს . შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, გასართობ პარკ Six Flags Over Georgia-ში ატრაქციონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს . შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად…

აშშ-ის ჯორჯიის შტატში, გასართობ პარკ Six Flags Over Georgia-ში ატრაქციონზე მომხდარი ინციდენტის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

შემთხვევა კობის ოლქის პოლიციის დეპარტამენტმა დაადასტურა. გასართობი პარკი ქალაქ ატლანტიდან დაახლოებით 24 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.

პოლიციას არ დაუკონკრეტებია, რომელ ატრაქციონზე მოხდა ინციდენტი. თუმცა საინფორმაციო ვერტმფრენებიდან გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ატრაქციონ Goliath-ის მატარებელი მარშრუტის შუა მონაკვეთზე გაჩერდა, თანამშრომლები კი მგზავრებს ჩამოსვლაში ეხმარებოდნენ, - იუწყება BBC.

Six Flags Over Georgia-მ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

„ღრმად ვწუხვართ დღეს ჩვენს პარკში მომხდარი ინციდენტის გამო. ჩვენი ფიქრები და გულწრფელი სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ეკუთვნით“, - ნათქვამია პარკის განცხადებაში.

ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუმარტავს, რა ვითარებაში დაიღუპა ადამიანი. თვითმხილველების განცხადებით, მათ დაინახეს, როგორ გადმოვარდა მამაკაცი ატრაქციონიდან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს