ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 14

მედია: უნგრეთის პარლამენტმა ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებული ანტილგბტ კანონმდებლობის ნაწილი გააუქმა

მედია: უნგრეთის პარლამენტმა ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებული ანტილგბტ კანონმდებლობის ნაწილი გააუქმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, 2021 წელს მიღებულ კანონში LGBTQ თემის წინააღმდეგ მიმართული დებულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას RTL ავრცელებს . მედიის ცნობით, ეს ევროკავშირის მომხრე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, 2021 წელს მიღებულ კანონში LGBTQ თემის წინააღმდეგ მიმართული დებულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას RTL ავრცელებს . მედიის ცნობით, ეს ევროკავშირის მომხრე…

უნგრეთის პარლამენტმა ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში, 2021 წელს მიღებულ კანონში LGBTQ თემის წინააღმდეგ მიმართული დებულებების გაუქმებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას RTL ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს ევროკავშირის მომხრე პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ LGBTQ თემის უფლებების შეზღუდვის პოლიტიკის პირველი მნიშვნელოვანი გადახედვაა.

უნგრეთის პარლამენტმა კანონპროექტი 139 ხმით 51-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, გაუქმდება შეზღუდვები, რომლებიც არასრულწლოვანებისთვის ხელმისაწვდომ მასალებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული მრავალფეროვნების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას კრძალავდა. ახალი რეგულაცია 18 წლამდე ასაკის პირების დაცვაზე იქნება ორიენტირებული ისეთი მასალებისგან, რომლებმაც შესაძლოა „სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ემოციურ ან მორალურ განვითარებას“.

პეტერ მადიარმა აპრილში გამართულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რითაც ვიქტორ ორბანის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა. ორბანის ხელისუფლება LGBTQ თემის უფლებების შეზღუდვის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ პოლიტიკას ატარებდა ევროპაში, - იუწყება RTL.

„LGBTQ თემის შესახებ მასალებზე წვდომის შეზღუდვების გაუქმება უდავოდ მნიშვნელოვანი და პოზიტიური წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ჰატერის“ წარმომადგენელმა ტამაშ დომბოშმა.

მადიარის განცხადებით, ცვლილებები უნგრეთის კანონმდებლობას ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში მოიყვანს. ორბანის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოდ შეფასდა.

პრემიერ-მინისტრს საარჩევნო კამპანიის დროს LGBTQ თემის უფლებებზე არაფერი უთქვამს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორბანის მმართველობის პერიოდში მიღებული პოლიტიკის გადახედვისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ამასთან, მადიარი ცვლილებებს უფლებების აღდგენად კი არა, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ბავშვთა დაცვის წესების გაძლიერებად წარმოაჩენდა.

ორბანის პარტია „ფიდესი“ ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა და ხელისუფლებას ევროკავშირის წნეხის შედეგად კანონის თავდაპირველი შინაარსის შესუსტებაში ადანაშაულებდა. თუმცა მმართველ პარტია „ტისას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს, რამაც კანონპროექტის ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დამტკიცება შესაძლებელი გახადა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს