ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

გიორგი შარაშიძე - საპროცესო გარიგებაზე ვინც არ მიდის, აქვთ განცდა, რომ რაღაც პატრიოტულ მოვლენაში მიიღეს მონაწილეობა, 4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმა ხალხს უნდა აუხსნან, რა, როგორ მოხდა

გიორგი შარაშიძე - საპროცესო გარიგებაზე ვინც არ მიდის, აქვთ განცდა, რომ რაღაც პატრიოტულ მოვლენაში მიიღეს მონაწილეობა, 4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმა ხალხს უნდა აუხსნან, რა, როგორ მოხდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმა კეთილი უნდა ინებონ და ხალხს აუხსნან, რა, როგორ მოხდა, პოლიტიკურ ისტორიაში ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება, თუ შეცდომას შეცდომა, დანაშაულს კი დანაშაული არ დაერქმევა, – ამის შესახებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმა კეთილი უნდა ინებონ და ხალხს აუხსნან, რა, როგორ მოხდა, პოლიტიკურ ისტორიაში ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება, თუ შეცდომას შეცდომა, დანაშაულს კი დანაშაული არ დაერქმევა, – ამის შესახებ…

4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმა კეთილი უნდა ინებონ და ხალხს აუხსნან, რა, როგორ მოხდა, პოლიტიკურ ისტორიაში ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება, თუ შეცდომას შეცდომა, დანაშაულს კი დანაშაული არ დაერქმევა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „იმ ადამიანებსაც, ვინც საპროცესო გარიგებაზე არ მიდიან და დანაშაულს არ აღიარებს, აქვთ განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვან, პატრიოტულ მოვლენაში მიიღეს მონაწილეობა“.

„4 ოქტომბერთან დაკავშირებით მინდა, გირჩიოთ, გიორგი გახარიას პირველი ოქტომბრის ინტერვიუს უყუროთ. ინტერვიუში გახარია, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით, ერთი ერთში პროგნოზირებს, რაც შეიძლებოდა, 4 ოქტომბრის შემდეგ მომხდარიყო – ბოიკოტზე დაშენებული ე.წ. მშვიდობიანი დამხობის იდეა როგორ მისცემდა დამატებით ლეგიტიმაციას „ქართულ ოცნებას“, როგორ გააძლიერებდა და როგორ მისცემდა საბაბს, მეტად დაემძიმებინა საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმი და როგორ აღმოჩნდებოდა უამრავი ადამიანი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს გაფრთხილება ჩვენს მოქალაქეებს არაერთხელ მოუსმენიათ. სამწუხაროდ, ვიხილეთ ამ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების შეცდომა, გნებავთ, განზრახ ჩადენილი დანაშაული დავარქვათ. პოლიტიკურ ისტორიაში ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება, თუ შეცდომას შეცდომა და დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა. დღეს ეს პოლიტიკოსები არაფერს ხსნიან, რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორ მოხდა. შესაბამისად, იმ ადამიანებსაც, ვინც საპროცესო გარიგებაზე არ მიდიან და ვინც დანაშაულს არ აღიარებს, აქვთ განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვან, პატრიოტულ მოვლენაში მიიღეს მონაწილეობა. პოლიტიკოსები თუ გამობრძანდებიან და კარგად აუხსნიან, რომ მათივე უპასუხისმგებლობით, დანაშაულით სხედან ეს ადამიანები ციხეში, მაშინ შეიძლება პოზიციაც კი შეიცვალონ. ჩვენ ეს ხალხი გარეთ გვჭირდება, ამ ადამიანებს საკუთარი ოჯახები ელოდებიან. გარდა რამდენიმე სახელისა და გვარისა, რომელიც უშუალოდ ამის ორგანიზატორი იყო, ყველა დანარჩენი თავისუფლებას იმსახურებს. 4 ოქტომბრის ორგანიზატორ-პროვოკატორებმაც კეთილი უნდა ინებონ და ერთხელ და სამუდამოდ ამ ხალხს აუხსნან, რა, როგორ მოხდა, რომ მათი უპასუხისმგებლობის გამო ეს ხალხი დღეს მრავალწლიანი სასჯელის ქვეშაა“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს