ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ლიეტუვის მთავრობა გადადგა - ინგა რუგინიენე პოსტს ტოვებს

ლიეტუვის მთავრობა გადადგა - ინგა რუგინიენე პოსტს ტოვებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე თანამდებობას ტოვებს. სამშაბათს გამართულ ბოლო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა გადადგომის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა, რის შემდეგაც ინგა რუგინიენემ განაცხადა, რომ პოსტს მაღლა ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე თანამდებობას ტოვებს. სამშაბათს გამართულ ბოლო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა გადადგომის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა, რის შემდეგაც ინგა რუგინიენემ განაცხადა, რომ პოსტს მაღლა ა…

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგა რუგინიენე თანამდებობას ტოვებს.

სამშაბათს გამართულ ბოლო სხდომაზე მინისტრთა კაბინეტმა გადადგომის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა, რის შემდეგაც ინგა რუგინიენემ განაცხადა, რომ პოსტს მაღლა აწეული თავითა და მშვიდი გულით ტოვებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს ცვლილება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია და უარყო ვარაუდები იმის შესახებ, თითქოს საკუთარმა პარტიამ ის „გაწირა“. რუგინიენეს თქმით, ეს პროცესი შარშან უნდა მომხდარიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზით დაყოვნდა.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის საპარლამენტო ვადაში მთავრობის ცვლილება უკვე მეორედ ხდება.

კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის გადადგომის შემდეგ ლიეტუვის პრეზიდენტს აქვს 15-დღიანი ვადა, რათა პარლამენტს პრემიერობის ახალი კანდიდატი წარუდგინოს. ხოლო მას შემდეგ, რაც პარლამენტი ახალ პრემიერს დაამტკიცებს, მთავრობის თავმჯდომარეს 15-დღიანი ვადა ექნება, რათა მთავრობის ახალი წევრები წარადგინოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს