ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 13

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩევს უკრაინის პრეზიდენტს, ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩევს უკრაინის პრეზიდენტს, ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს , რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს. ზელენსკის განცხადებით, „ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს , რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს. ზელენსკის განცხადებით, „ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩ…

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს.

ზელენსკის განცხადებით, „ვერც ტრამპი, ვერც მასკი და ვერც მსოფლიოს ვერცერთი სხვა ადამიანი ვერ აირჩევს უკრაინის პრეზიდენტს“. მისივე თქმით, ამის გაკეთება მხოლოდ უკრაინის მოქალაქეებს შეუძლიათ.

უკრაინის პრეზიდენტმა საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე არჩევნების ჩატარება გამორიცხა.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა გადადგომას, ზელენსკიმ უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“.

ზელენსკის მტკიცებით, ზოგიერთ გავლენიან ადამიანს მისი შეცვლა სურს, რადგან ის უკრაინის ტერიტორიას რუსეთის ტერიტორიად არასდროს აღიარებს.

„თუ ხელისუფლებას ჩამომაშორებენ, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ლიდერი, ქალი იქნება თუ კაცი, ჩვენს ქვეყანას დაიცავს, რადგან ეს ჩვენი სახლია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა გამარჯვებას ამერიკის მხარდაჭერის გარეშე, ზელენსკიმ უპასუხა: „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავკარგავთ დამოუკიდებლობას“.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები უნდა ითვალისწინებდეს ამერიკულ დარტყმას რუსეთზე ახალი რუსული თავდასხმის შემთხვევაში.

„თუ პუტინი უკრაინას თავს დაესხმება, ტრამპი პუტინს დაარტყამს. თუ ეს დოკუმენტში ჩაიწერება, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს