ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

მეცნიერებმა 2100 წლამდე კაცობრიობის ჯანმრთელობის მთავარი საფრთხეები დაასახელეს

მეცნიერებმა 2100 წლამდე კაცობრიობის ჯანმრთელობის მთავარი საფრთხეები დაასახელეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 17 გლობალური საფრთხე გამოავლინა, რომლებმაც შესაძლოა 2100 წლამდე კაცობრიობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იქონიოს გავლენა. კვლევის შედეგები ჟურნალმა Lancet გამოაქვეყნა . მკვლევრებმა პოტენცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 17 გლობალური საფრთხე გამოავლინა, რომლებმაც შესაძლოა 2100 წლამდე კაცობრიობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იქონიოს გავლენა. კვლევის შედეგები ჟურნალმა Lancet გამოაქვეყნა . მკვლევრებმა პოტენცი…

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 17 გლობალური საფრთხე გამოავლინა, რომლებმაც შესაძლოა 2100 წლამდე კაცობრიობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იქონიოს გავლენა. კვლევის შედეგები ჟურნალმა Lancet გამოაქვეყნა.

მკვლევრებმა პოტენციური საფრთხეების ფართო სპექტრი განიხილეს - ქრონიკული დაავადებებიდან და სოციალური უთანასწორობიდან დაწყებული, ბირთვული ომითა და ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენებით დამთავრებული. მიღებული მონაცემების საფუძველზე მათ დაადგინეს, ადამიანის ჯანმრთელობისთვის რა ზიანის თავიდან აცილებაა შესაძლებელი 2025-2100 წლებში.

მეცნიერები ადარებდნენ არა მხოლოდ სიკვდილის რისკს, არამედ სიცოცხლის წლებსაც, რომლებიც შესაძლოა ადამიანებმა ამ საფრთხეების გამო დაკარგონ. ყველაზე საშიში სიმსუქნე აღმოჩნდა - მასთან და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობასთან ბრძოლამ შესაძლოა კაცობრიობას 23,1 მილიარდი წელი ჯანსაღი სიცოცხლე შეუნარჩუნოს. თავიდან აცილებული ზიანის მასშტაბით ეს COVID-19-ის 46 პანდემიის შედეგებს უტოლდება.

მას მოჰყვება განათლების დაბალი დონე (16,1 მილიარდი წელი), შემოსავლების უთანასწორობა (13,8 მილიარდი), ხელოვნური ინტელექტის ბოროტად გამოყენება (10,4 მილიარდი) და ბირთვული ომი (9,35 მილიარდი). საერთო ჯამში, 2025-დან 2100 წლამდე პერიოდში დაავადებები და ტრავმები მთელ მსოფლიოში 246 მილიარდი წელი ჯანსაღი სიცოცხლის დაკარგვას გამოიწვევს.

მეცნიერები გამოდიან წინადადებით, შეიქმნას და დაფინანსდეს ჯანდაცვის ისეთი სისტემები, რომლებიც მზად იქნებიან ყველაზე მრავალფეროვანი საფრთხეებისთვის; გაიზარდოს ინვესტიციები მედიცინასა და ტექნოლოგიებში გარღვევის მომტან დამუშავებებზე, ასევე ორგანიზება გაეწიოს გლობალური რისკების მუდმივ მონიტორინგს.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს