ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 14

Reuters: აშშ-მა საზღვაო გადაზიდვების ტარიფების შესამცირებლად შესაძლოა ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სანქციები შეამსუბუქოს

Reuters: აშშ-მა საზღვაო გადაზიდვების ტარიფების შესამცირებლად შესაძლოა ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სანქციები შეამსუბუქოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემებზე სანქციების შემსუბუქებას, რომლებითაც რუსეთიდან, ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემებზე სანქციების შემსუბუქებას, რომლებითაც რუსეთიდან, ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპ…

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემებზე სანქციების შემსუბუქებას, რომლებითაც რუსეთიდან, ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება ხდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც აშშ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა, მიზანი მსოფლიოში რეკორდულად მაღალი საზღვაო სატვირთო გადაზიდვების ტარიფების შემცირებაა.

განხილვები რამდენიმე დღეში დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის დიზელის საწვავზე სანქციები დროებით შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის, ევროპული ქვეყნების და აშშ-ის სენატში ტრამპის თანამოაზრე „რესპუბლიკელების“ ნაწილის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ზელენსკიმ და ამერიკელმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარია, რადგან მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

აშშ-ის მაღალჩინოსნის განმარტებით, ახალი განხილვების მთავარი საკითხია, დაუშვებს თუ არა ვაშინგტონი ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული გემებით ისეთი ნავთობის ტრანსპორტირებას, რომელზეც ამერიკული სანქციები არ ვრცელდება. საუბარია ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე, რომლებიც აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არ არის მოქცეული და არა რუსულ ან ირანულ ნავთობზე, რომელთა მიმართაც ვაშინგტონს სანქციები აქვს დაწესებული.

„მიზანია, სპარსეთის ყურიდან მეტი გადამუშავებული ნავთობპროდუქტისა და ნედლი ნავთობის გატანა გახდეს შესაძლებელი“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ენერგეტიკის საკითხების კვლევითი ჯგუფის Energy Aspects-ის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა ამ კვირაში, ერ-რიადში გამართულ ნავთობის მსოფლიო კონგრესზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ადმინისტრაცია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს. მიზანი რეკორდულად მაღალი საზღვაო გადაზიდვების ტარიფების შემცირებაა, რაც აშშ-ის ნედლ ნავთობზე მოთხოვნას ამცირებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს