ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 9

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, შესაძლოა, 15 ან 20 წელი დასჭირდეს

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, შესაძლოა, 15 ან 20 წელი დასჭირდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით , ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას 15 ან 20 წელი დასჭირდება. როგორც მადიარმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით , ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას 15 ან 20 წელი დასჭირდება. როგორც მადიარმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებ…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას 15 ან 20 წელი დასჭირდება.

როგორც მადიარმა ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებას 15 წელია ცდილობენ, დაწყებული აქვთ მოლაპარაკებები, თუმცა, მიზანთან ახლოს ჯერ არ არიან.

„შევხედოთ ფაქტს, დასავლეთ ბალკანეთის ზოგი ქვეყანა 15 წელია ცდილობს ევროკავშირში გაწევრიანებას, დაიწყეს მოლაპარაკებები გაწევრიანების შესახებ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი გაწევრიანებასთან ახლოს არ არიან, ისინი ჯერ დასაწყისში არიან. არ მგონია, რომ ამ პროცესის დაყოფა შეიძლება და ეს არც უნდა მოხდეს. ჩვენ დამსახურებაზე დაფუძნებულ გაწევრიანების გვჯერა და ვხედავთ, რომ ევროპაში სულ უფრო მეტ ადამიანს სჯერა ამის. ჩვენ არ გვჯერა სუსტი ან ძლიერი წევრობის, პასიური წევრობის. ჩვენ რეალური გაწევრიანების გვჯერა, მაგრამ ამას შესაძლოა 15 ან 20 წელი დასჭირდეს“, - განაცხადა მადიარმა ევროკავშირში უკრაინის შესაძლო გაწევრიანების შესახებ დასმული კითხვის პასუხად.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს