ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 11

უკრაინული მედია: უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა

უკრაინული მედია: უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინაში Starlink-ის სისტემების კავშირი, რომელსაც სამხედროები ოპერაციების განხორციელებისთვის იყენებენ, აღდგენილია და კვლავ მუშაობს. ინფორმაციას The Kyiv Independent-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინაში Starlink-ის სისტემების კავშირი, რომელსაც სამხედროები ოპერაციების განხორციელებისთვის იყენებენ, აღდგენილია და კვლავ მუშაობს. ინფორმაციას The Kyiv Independent-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდ…

უკრაინაში Starlink-ის სისტემების კავშირი, რომელსაც სამხედროები ოპერაციების განხორციელებისთვის იყენებენ, აღდგენილია და კვლავ მუშაობს. ინფორმაციას The Kyiv Independent-ი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 15 ოქტომბრის მდგომარეობით, Starlink-ის სამხედრო პაკეტის, Starshield-ის მუშაობა გადაადგილების დროს აღდგენილია და კვლავ ხელმისაწვდომია. უწყებაში ეს ინფორმაცია სამხედრო დანაყოფებისგან მიღებული ცნობებით დაადასტურეს.

14 ოქტომბერს SpaceX-მა წინასწარი გაფრთხილების გარეშე Starlink-ის ტერმინალებისთვის სიჩქარის შეზღუდვა შემოიღო, რამაც სამხედრო ოპერაციები შეაფერხა, მათ შორის საშუალო მანძილზე მოქმედი დამრტყმელი და დრონების ჩამომგდები აპარატების გამოყენება.

„ამ დროისთვის, Starshield-ის მომსახურება გადაადგილების დროს აღდგენილია და კვლავ მუშაობს. ეს ჩვენი დანაყოფებისგან მიღებული ცნობებით დავადასტურეთ“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.

მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რათა დაადგინოს, რა მიზეზებმა და გარემოებებმა განაპირობა წინა დღეს დაწესებული შეზღუდვები.

წყაროს არ დაუკონკრეტებია, გაუქმდა თუ არა ყველა შეზღუდვა, თუ სიჩქარის გარკვეული ლიმიტები კვლავ ძალაშია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს