ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 19

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს 2031 წლამდე მოაწერენ

ფაშინიანი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებას ხელს 2031 წლამდე მოაწერენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა , რომ მისი მიზანია 2031 წლამდე ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ და მისი რატიფიცირება მოახდინონ. როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა , რომ მისი მიზანია 2031 წლამდე ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ და მისი რატიფიცირება მოახდინონ. როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აზ…

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი მიზანია 2031 წლამდე ერევანმა და ბაქომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერონ და მისი რატიფიცირება მოახდინონ.

როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა მისთვის პრიორიტეტულია.

„საკუთარ თავს დავუსახე მიზანი და კონკრეტული ვადები - მივაღწიო აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას 2031 წლამდე. რა თქმა უნდა, ეს მთავრობის და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ამოცანაცაა. მაგრამ, როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ვთვლი, რომ ჩემი პირადი დღის წესრიგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა 2031 წლამდე მოვახერხოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნული მიზანი არ არის ახალი. მან აღნიშნა, რომ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას ხედავს.

ფაშინიანმა აგრეთვე დასძინა, რომ მთავრობამ სხვა სტრატეგიული პროგრამების განვითარება არ უნდა დაივიწყოს. აღნიშნულ კონტექსტში მან ტრამპის მარშრუტი (TRIPP) აღნიშნა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს