ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 16

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, ლატვია და პოლონეთი რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შეძენილი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, ლატვია და პოლონეთი რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შეძენილი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, 2025 წელს ლატვია და პოლონეთი რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შეძენილი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ. ასოციაციის მონაცემებით, ლატვიიდან და პოლონეთიდან რუსეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, 2025 წელს ლატვია და პოლონეთი რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შეძენილი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ. ასოციაციის მონაცემებით, ლატვიიდან და პოლონეთიდან რუსეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი…

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის ცნობით, 2025 წელს ლატვია და პოლონეთი რუსეთში სხვა ქვეყნებიდან შეძენილი ღვინის ექსპორტს ახორციელებენ.

ასოციაციის მონაცემებით, ლატვიიდან და პოლონეთიდან რუსეთში 200 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ღვინო შევიდა.

ორივე ქვეყანა, თავის მხრივ, ღვინოს სხვა სახელმწიფოებისგან ყიდულობდა.

ასოციაციის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, ლატვიიდან რუსეთში 129 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო შევიდა, რომელიც ლატვიას საფრანგეთისგან, სამხრეთ აფრიკისგან, ესპანეთისგან და იტალიისგან ჰქონდა შეძენილი.

რაც შეეხება პოლონეთს, რუსეთში ექსპორტზე გატანილი ღვინის ღირებულება 81 მილიონ დოლარს შეადგენს. ღვინო კი პოლონეთმა, თავის მხრივ, იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და პორტუგალიისგან შეიძინა.

ამასთან, ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოდან რუსეთში 171 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რუსეთში ღვინის ექსპორტით, პირველ ადგილზეა იტალია, რომლის მაჩვენებელიც 234 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით, საქართველო მეორე ადგილზეა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს