ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

დონალდ ტრამპი: სიკვდილით დასჯას აღვადგენთ მათთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს

დონალდ ტრამპი: სიკვდილით დასჯას აღვადგენთ მათთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ ის პოლიციელების მკვლელებისთვის სიკვდილით დასჯას აღადგენს. „ჩვენ სიკვდილით დასჯას აღვადგენთ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ ის პოლიციელების მკვლელებისთვის სიკვდილით დასჯას აღადგენს. „ჩვენ სიკვდილით დასჯას აღვადგენთ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმ…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის პოლიციელების მკვლელებისთვის სიკვდილით დასჯას აღადგენს.

„ჩვენ სიკვდილით დასჯას აღვადგენთ ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც პოლიციელს ან სამართალდამცავ ორგანოებში მყოფ ნებისმიერ პირს მოკლავს“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნარკოტიკების შედინება შემცირდა, რასთან დაკავშირებითაც ის მექსიკასთან თანამშრომლობს. თეთრი სალხის ლიდერის თქმით, მექსიკას ახლა ნარკოკარტელები მართავენ.

„ოკეანით, ზღვით შემომავალი ნარკოტიკების რაოდენობა 97 პროცენტით შემცირდა და ჩვენ არ გვესმის, რატომ არ არის ეს 100 პროცენტით. ჩვენ ვთანამშრომლობთ მექსიკასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, კარტელები მართავენ მექსიკას. ამას მექსიკის პრეზიდენტსაც ვეუბნები. ის უკმაყოფილოა. ის შესანიშნავი ქალია, მშვენიერი ქალი, მაგრამ კარტელები მართავენ მექსიკას“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის „წინააღმდეგობრივი პიროვნება“ არ არის. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთი წინააღმდეგობრივი პიროვნება, შესაძლოა, ტეხასის შტატიდან სენატის კანდიდატი კენ პაქსტონი იყოს, თავად კი, პირიქით, „ძალიან ბედნიერი“ პიროვნებაა.

„მისმინეთ, კენ პაქსტონი ისეთი ადამიანია, რომელიც, გულწრფელად რომ ვთქვა, ზოგიერთი ადამიანისთვის წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. მე წინააღმდეგობრივი ადამიანი არ ვარ, ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს