ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 13

დონალდ ტრამპი: მოლაპარაკება არ სურს, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს

დონალდ ტრამპი: მოლაპარაკება არ სურს, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები არ სურს. ტრამპის თქმით, ზელენსკი, სავარაუდოდ, „ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეს“. თეთრი სახლის ლიდე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს , რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები არ სურს. ტრამპის თქმით, ზელენსკი, სავარაუდოდ, „ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეს“. თეთრი სახლის ლიდე…

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებები არ სურს.

ტრამპის თქმით, ზელენსკი, სავარაუდოდ, „ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეს“.

თეთრი სახლის ლიდერმა Newsmax-თან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა თუ მომხერხდება, ის უკრაინის ამჟამინდელი ლიდერის მონაწილეობის გარეშე იქნება.

„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ძირითადი მიზეზი ბარაკ ობამას პრეზიდენტობა იყო, რომლის დროსაც უკრაინა, სავარაუდოდ, „იძულებული გახდა, ყირიმი დაეტოვებინა“. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულს „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთი“ უწოდა, რომელიც ყველა მხრიდან ოკეანით არის გარშემორტყმული.

„ყირიმი, უდავოდ, უკრაინის ყველაზე ღირებული ნაწილია. ის ოთხივე მხრიდან ოკეანეთია გარშემორტყმული. დიახ, მართალია. ეს ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია. მე ნამდვილად ვიცი კარგი მიწა“, – თქვა ტრამპმა.

ამასთან, Newsmax-თან ინტერვიუში ტრამპმა უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები სირცხვილად შეაფასა.

„მინდა, რომ ზელენსკიმ შეწყვიტოს და იმავეს ვისურვებ პუტინისგანაც. ზელენსკი კვლავ ურტყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ის მხოლოდ მსოფლიო ნავთობის ფასებს ზრდის. ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს