ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 5

ჩეხეთის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე არგაშვების გამო მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა

ჩეხეთის პრეზიდენტმა ნატოს სამიტზე არგაშვების გამო მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული დავის გამო, მას შემდეგ რაც მთავრობამ მას უარი უთხრა, რომ მომავალ თვეს ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული დავის გამო, მას შემდეგ რაც მთავრობამ მას უარი უთხრა, რომ მომავალ თვეს ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციის…

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული დავის გამო, მას შემდეგ რაც მთავრობამ მას უარი უთხრა, რომ მომავალ თვეს ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ჩეხეთის დელეგაციისთვის მას ეხელმძღვანელა. ინფორმაციას Reuters-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტო იუწყება, მთავრობამ, რომელსაც პაველის ყოფილი საპრეზიდენტო მეტოქე ანდრეი ბაბიში ხელმძღვანელობს, ორშაბათს განაცხადა, რომ პაველს, რომელიც ნატოს ყოფილი მაღალჩინოსანია, ივლისში დაგეგმილ ალიანსის სამიტზე ქვეყნის დელეგაციაში არ შეიყვანს. მთავრობის განმარტებით, ქვეყნის პოზიციების, მათ შორის თავდაცვაზე დაბალი დანახარჯების, დაცვა მთავრობის პასუხისმგებლობაა.

„დელეგაციიდან პრეზიდენტის გამორიცხვას უპრეცედენტო და უკიდურესად სამწუხარო ნაბიჯად მივიჩნევ“, - განაცხადა პაველმა.

მისი თქმით, სხვადასხვა პრეზიდენტისა და მთავრობის პირობებში, ნატოს წინა 20 სამიტიდან 19-ზე ჩეხურ დელეგაციას სწორედ ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა. გამონაკლისი მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობით იყო განპირობებული.

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა, რომ სარჩელი მიღებულია და განიხილავს საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭების შესაძლებლობას. ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას იმ ვადაში, რომ პაველმა სამიტში მონაწილეობა შეძლოს.

ჩეხეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდულია, ხოლო საგარეო პოლიტიკას მთავრობა განსაზღვრავს.

პაველი, კარიერული სამხედრო, რომელიც ჩეხეთის არმიას ხელმძღვანელობდა და 2015-2018 წლებში ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეც იყო, დაჟინებით მოითხოვს, რომ 7-8 ივლისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობა მიიღოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს