ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 15

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: ზელენსკის ერთადერთი მოკავშირე ახლა ევროპაა

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: ზელენსკის ერთადერთი მოკავშირე ახლა ევროპაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს და ეს ევროპაა, განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა, აშშ-სა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. Bloomberg-ის ცნობით, პარასკე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს და ეს ევროპაა, განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა, აშშ-სა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე. Bloomberg-ის ცნობით, პარასკე…

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს და ეს ევროპაა, განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა, აშშ-სა და კიევს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

Bloomberg-ის ცნობით, პარასკევს ზელენსკი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპისგან რუსეთისთვის დიზელის მიწოდების შესახებ შეთანხმებისა და უკრაინისთვის სადაზვერვო დახმარების დროებითი შეზღუდვის გამო თავი მოტყუებულად იგრძნო.

„ვხედავთ, რომ ზელენსკის ახლა მხოლოდ ერთი მოკავშირე ჰყავს და ეს, ფაქტობრივად, ევროპაა“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში. მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იქნება ის, თუ რა სჭირდება უკრაინას ზამთრის გადასატანად.

„ყველაფერი ამ ზამთარს უკავშირდება“, - აღნიშნა მან.

სააგენტოს ცნობით, ტრამპმა კრემლის წინააღმდეგ მოქმედი ენერგეტიკული სანქციების წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სისტემა შეასუსტა, რათა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ენერგომატარებლებზე ფასები შეემცირებინა. ამასთან, მან კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა და მიანიშნა, რომ ზელენსკიმ შესაძლოა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვოს.

„ისიც უნდა გვესმოდეს, რომ შეერთებული შტატები ახლა შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. საარჩევნო პერიოდი სრულიად განსხვავებულ გარემოს ქმნის“, - განაცხადა კულბერგსმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს