ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 12

ჩეხეთის პრემიერი ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ეწინააღმდეგება

ჩეხეთის პრემიერი ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ეწინააღმდეგება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინისთვის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტიდან მილიარდობით ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული განცხადება მან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინისთვის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტიდან მილიარდობით ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნული განცხადება მან…

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა უკმაყოფილება გამოთქვა ევროკავშირის გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინისთვის მომდევნო შვიდწლიანი ბიუჯეტიდან მილიარდობით ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

აღნიშნული განცხადება მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან გააკეთა.

ევროკავშირის მრავალწლიანი ბიუჯეტი წევრი ქვეყნების ერთსულოვან შეთანხმებას საჭიროებს. ლიდერები იმედოვნებენ, რომ 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმებას წლის ბოლომდე მიაღწევენ. ამასთან, ევროკავშირის საერთო ბიუჯეტზე კონსენსუსი ჯერ მიღწეული არ არის.

„არ მომწონს, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფა იგეგმება და რომ ეს თანხა სესხის სახით უნდა მოიზიდონ“, - განაცხადა ბაბიშმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის განკუთვნილი თანხა ევროკავშირის მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოში არ უნდა იყოს გათვალისწინებული, რადგან წევრ ქვეყნებს თავადაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები.

ბაბიშის მიერ დასახელებული 100 მილიარდი ევრო თავდაპირველ შეთავაზებას ასახავს. ევროკომისიამ თანხა ივნისში 89 მილიარდ ევრომდე შეამცირა. ეს ოდენობა შენარჩუნებულია ბიუჯეტის კომპრომისული წინადადების უახლეს ვერსიაშიც, რომელიც 10 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩეხეთი ამ თანხაზე გარანტიას არ გასცემს“, - დასძინა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს