ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს. დონალდ ტრამპის თქმით, Starshield-ის სისტემაზე უკრაინის წვდომის შეზღუდვა შეერთებულ შტატებს არ დაუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა , რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს. დონალდ ტრამპის თქმით, Starshield-ის სისტემაზე უკრაინის წვდომის შეზღუდვა შეერთებულ შტატებს არ დაუ…

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის Starlink-ზე წვდომა არც მას და არც ილონ მასკს არ შეუზღუდავს.

დონალდ ტრამპის თქმით, Starshield-ის სისტემაზე უკრაინის წვდომის შეზღუდვა შეერთებულ შტატებს არ დაუწესებია.

„დღეს დილით შევამოწმე, ეს ჩვენ არ ვყოფილვართ. ამბობენ, რომ ახლა ყველაფერი ისეა, როგორც აქამდე იყო. არ მგონია, რომ ეს ილონს გაეკეთებინა. ჩემი ინფორმაციით, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის იყო“, – განმარტა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას ვოლოდიმირ ზელენსკისთან კარგი ურთიერთობა აქვს.

„ვფიქრობ, ორივე ლიდერს, რომლებთანაც ვმუშაობ, სურს, ეს ომი დასრულდეს და მჯერა, რომ დასრულდება. მე მხოლოდ ეს მაინტერესებს, მინდა, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ Starlink-ის სამხედრო ვერსიაზე, Starshield-ზე, შეზღუდვები დაწესდა და ამან არმიის მუშაობას ხელი შეუშალა. ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield-ი აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და სიჩქარესა თუ გამოყენებაზე ლიმიტებს აშშ-ის არმია და, საბოლოო ჯამში, პრეზიდენტი განსაზღვრავს.

„სტარშილდი“ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ „სტარლინკთან“ დაკავშირებული მიმართულებაა, რომელიც აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს