ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი3 წთ საკითხავი👁 14

მარკო რუბიო: პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე

მარკო რუბიო: პრობლემა ის არის, რომ სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ტრამპს სურს, ეს პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომრუსეთის წინააღმდეგ სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. რუბიოს თქმით, შეზღუდვები მხოლოდ რუსეთს არ ეხება და სხვა ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, წინააღმდეგ დაწესებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომრუსეთის წინააღმდეგ სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. რუბიოს თქმით, შეზღუდვები მხოლოდ რუსეთს არ ეხება და სხვა ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, წინააღმდეგ დაწესებ…

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომრუსეთის წინააღმდეგ სანქციების დროებით შეჩერების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.რუბიოს თქმით, შეზღუდვები მხოლოდ რუსეთს არ ეხება და სხვა ქვეყნების, მათ შორის ინდოეთის, წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. შესაბამისად, რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს სურს, 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ და თავად აშშ-ის ეკონომიკაზე.

„პრობლემა ის არის, რომ ეს სანქციები მხოლოდ რუსეთს არ ეხება. ისინი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებსაც მოიცავს. ვფიქრობ, პრეზიდენტს სურს, ეს 60-დღიანი პერიოდი გამოიყენოს იმის გასაანალიზებლად, თუ რა გავლენას მოახდენს სანქციებისა და ტარიფების დაწესება გლობალურ ეკონომიკაზე და თავად აშშ-ის ეკონომიკაზეც. ვფიქრობ, კანონპროექტის მიღებისას ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მასში გამონაკლისები გაითვალისწინეს, სწორედ ის იყო, რომ საჭირო იქნებოდა გარკვეული პერიოდი ყველა ამ საკითხის შესასწავლად.

ამჟამად მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, მათ შორის იზრდება ზეწოლა ენერგომომარაგებაზე. ეს გამოწვეულია არა მხოლოდ ირანთან დაკავშირებული ვითარებითა და ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემებით, არამედ იმითაც, რომ „ჰუსიტები“ სულ უფრო ხშირად უტევენ საუდის არაბეთს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც ხორციელდება. ეს ყველაფერი გლობალურ ფასებზეც აისახება. ვფიქრობ, ყველა ეს ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ერთმანეთს შევადაროთ, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. მაგალითად, ინდოეთის მსგავს ქვეყნებს ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია საკუთარი ინიციატივით უკვე დაწყებული აქვთ, თუმცა ისინი კვლავაც რუსეთიდან იღებენ ენერგორესურსების მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან მომარაგების წყაროს ერთ დღეში შეცვლა რთულია.

ამასთან, ინდოეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია. ამიტომ პრეზიდენტს სჭირდება ეს პერიოდი, რათა ყველა გარემოება შეისწავლოს და განსაზღვროს, რომელი ზომების კომბინაცია იქნება ყველაზე სწორი“, – განაცხადა რუბიომ.

რუბიომ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იღებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქციების შემსუბუქებითა და რუსული დიზელის გაყიდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებით სარგებელს შეერთებული შტატებისგან სანაცვლოდ რაიმე დათმობის გარეშე.

„ეს დიზელი ამა თუ იმ გზით მაინც გაიყიდება. პუტინი მას მსოფლიო ბაზარს ნებისმიერ შემთხვევაში მიაწვდიდა. ერთადერთი განსხვავება ის არის, თუ ამ მოცულობის რა ნაწილს მიიღებდა შეერთებული შტატები“,- განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება უპრეცედენტო არ არის, რამდენიმე თვის წინ, ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის დროს აშშ-მა რუსეთის ნავთობზე სანქციების მოქმედება 60 დღით შეაჩერა.

„მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები ერთმანეთს სულ უფრო მეტად უკავშირდება და გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნავთობისა და დიზელის გლობალურ ფასებზე, არამედ ეკონომიკაზეც. ეს თავად შეერთებულ შტატებზეც აისახება. ჩვენ იმაზე მეტის გადახდა გვიწევს, ვიდრე გვსურს. თუმცა, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ზოგიერთი მათგანი კრიზისის ზღვარზე დგას. ამიტომ ყველა ამ საკითხის ფრთხილად მართვაა საჭირო, რადგან ისინი ახლა ერთმანეთზე გადაჯაჭვულია. საქმე მხოლოდ ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებას აღარ ეხება. მნიშვნელოვანია ისიც, რაც საუდის არაბეთში ხდება და რა გაურკვევლობას ქმნის ეს, ასევე რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომი და ის შეზღუდვები, რომლებსაც ეს კონფლიქტი გლობალურ ენერგომომარაგებას უქმნის“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიოს განცხადებით, თეთრ სახლს უკრაინისთვის Starlink-ის კავშირის შეზღუდვასთან კავშირი არ აქვს. რუბიოს თქმით, მისი ინფორმაციით, კავშირი უკვე აღდგენილია.

„არ ვიცი, რა მოსაზრება დგას ამ ბრალდების უკან, მაგრამ ამას თეთრ სახლთან არანაირი კავშირი არ აქვს. რამდენიმე დღის წინ ამ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია ვნახე. ეს კატეგორიულად მცდარია. თეთრ სახლში არავის მიუცია არავისთვის დავალება, შეენელებინა ინტერნეტი ან შეემცირებინა კავშირის სიჩქარე. თუმცა, როგორც მე ვიცი, კავშირი აღდგენილია და სისტემა კვლავ მუშაობს“, – განაცხადა რუბიომ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს