ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

ემანუელ მაკრონი: ძარცვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ

ემანუელ მაკრონი: ძარცვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს , რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. ამის შესახებ მაკრონმა ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა. „თავდასხმა განხორც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს , რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. ამის შესახებ მაკრონმა ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა. „თავდასხმა განხორც…

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. ამის შესახებ მაკრონმა ერისადმი მიმართვის დროს განაცხადა.

„თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწესებულებებზე, მაღაზიებსა და მუნიციპალურ შენობებზე. ზოგიერთი მათგანი განადგურდა. ასობით პოლიციელი დაშავდა. როდესაც კადრებს ვუყურებდით, ყველას გვიჩნდებოდა კითხვა: რა ხდებოდა მათ გონებაში? როგორ შეუძლიათ ფრანგებს, ასე მოექცნენ საფრანგეთს? მათ, ვინც ძარცვაში მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ქმედებები „სამარცხვინოა“. მაკრონის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მერებთან ერთად, შენობების დასაცავად და ვანდალიზმის აღსაკვეთად იმუშავებენ. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებს ძალადობის დაგმობისკენ მოუწოდა.

„ამაღამ ყველანი რისხვასა და სირცხვილს განვიცდით. აუცილებელია გამიჯვნა იმ მომიტინგეებს შორის, რომლებსაც სამართლიანი მოთხოვნები აქვთ, მათგან, ვინც ანადგურებდა, ამსხვრევდა და ძარცვავდა“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ძალადობას „რადიკალური ულტრამემარცხენე ჯგუფების ამბოხისკენ მიდრეკილი ელემენტები“ ახორციელებენ, რომლებსაც „მრავალი კრიმინალიც“ შეუერთდა.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს