ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

თელ-ავივიდან ვენაში მიმავალი თვითმფრინავი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში დაჯდა

თელ-ავივიდან ვენაში მიმავალი თვითმფრინავი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში დაჯდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თელ-ავივიდან ვენის მიმართულებით მიმავალი რეისი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში ავარიულად დაჯდა . ინფორმაცია ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA-ს ავიაკომპანიაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბულგარეთის დედაქალაქში, საფრთხი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თელ-ავივიდან ვენის მიმართულებით მიმავალი რეისი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში ავარიულად დაჯდა . ინფორმაცია ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA-ს ავიაკომპანიაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბულგარეთის დედაქალაქში, საფრთხი…

თელ-ავივიდან ვენის მიმართულებით მიმავალი რეისი აფეთქების საფრთხის გამო სოფიაში ავარიულად დაჯდა. ინფორმაცია ავსტრიულ საინფორმაციო სააგენტო APA-ს ავიაკომპანიაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ბულგარეთის დედაქალაქში, საფრთხის შესახებ შეტყობინების შესვლის შემდეგ, თვითმფრინავის შემოწმება მიმდინარეობდა. ბორტზე 51 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.

Airbus A320-ის ტიპის სამგზავრო ლაინერი სოფიაში 18 ოქტომბერს, საღამოს დაჯდა. Flightradar24-ის მონაცემებით, თვითმფრინავი ჩვეულებრივი მარშრუტით მიფრინავდა, თუმცა რუმინეთის სამხრეთით, ცაში მკვეთრად შემოტრიალდა.

მედიის, მათ შორის ბრიტანული ტელეარხ Sky News-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი ბულგარეთის თავზე მიფრინავდა, „აფეთქების საფრთხის შესახებ სიგნალი“ შევიდა. ბულგარეთის ხელისუფლების განცხადებით, სოფიაში დაშვებამდე თვითმფრინავს ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებელი აცილებდა.

დაშვებიდან 3 საათის შემდეგ, თვითმფრინავი სოფიიდან ვენის მიმართულებით გაფრინდა და დანიშნულების ადგილს 19 ოქტომბრის ღამით მიაღწია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს