ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 9

საფრანგეთის შს მინისტრმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მაკრონმა ის არ მიიღო

საფრანგეთის შს მინისტრმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა მაკრონმა ის არ მიიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ის არ მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი ელისეს სასახლის პრესსამსახურზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ის არ მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი ელისეს სასახლის პრესსამსახურზ…

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა მასობრივი პროტესტების ფონზე გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა, თუმცა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ის არ მიიღო. ამის შესახებ Reuters-ი ელისეს სასახლის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის განმარტებით, მაკრონმა განაცხადა, რომ ნუნიესი თანამდებობაზე უნდა დარჩეს, რათა „უზრუნველყოს სამართალდამცავი ძალების სარდლობის უწყვეტობა“. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე სთხოვა შს მინისტრს, რაც შეიძლება სწრაფად შეიმუშაოს ახალი მიდგომები მაროდიორების წინააღმდეგ საბრძოლველად.

18 ოქტომბერს საღამოს მაკრონმა ერს მიმართა და ძალადობა დაგმო. „ჩვენ ყველანი ვგრძნობთ ბრაზსა და სირცხვილს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ „განადგურება აზრის გამოხატვის ფორმა არ არის“. ამასთანავე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პროტესტის მონაწილეთა ხმები მოსმენილი უნდა იყოს“.

მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა არ შემოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი მისკენ მოუწოდებდა. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეფექტებს შეუძლიათ აკრძალონ საპროტესტო აქციები, თუ ეს აუცილებელია საზოგადოებრივი შენობებისა და ადგილობრივი ბიზნესის დასაცავად.

17 ოქტომბერს საფრანგეთში საპროტესტო აქციები გაიმართა, რომლებშიც მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ასეულმა ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრანტები ცხოვრების ღირებულების ზრდას აპროტესტებდნენ და სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესებას, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის სისტემის შეცვლას ითხოვდნენ. რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა: დემონსტრანტები მანქანებს წვავდნენ და მაღაზიებს არბევდნენ.

საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეტაკებების შედეგად თითქმის 1000 სამართალდამცველი დაშავდა. შს სამინისტროს 19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, პოლიციამ სულ მცირე 2400 ადამიანი დააკავა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს