ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 4

ევროკომისია: ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, კერძოდ ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, თავდასხმებს სახელმწიფო დაწესებულებებზე და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების განადგურებას

ევროკომისია: ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, კერძოდ ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, თავდასხმებს სახელმწიფო დაწესებულებებზე და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების განადგურებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში ძალადობის გამოყენება დაგმეს . კომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დამნაშავეები კანონით დადგენილი წესით პასუხისგებაში უნდა მიეცნენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში ძალადობის გამოყენება დაგმეს . კომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დამნაშავეები კანონით დადგენილი წესით პასუხისგებაში უნდა მიეცნენ…

ევროკომისიაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში ძალადობის გამოყენება დაგმეს. კომისიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დამნაშავეები კანონით დადგენილი წესით პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობის გამოყენებას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, კერძოდ ცეცხლის წაკიდების ფაქტებს, თავდასხმებს სახელმწიფო დაწესებულებებზე და სახელმწიფო თუ კერძო საკუთრების განადგურებას. ძალადობას ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო მასზე რეაგირება კანონის ფარგლებში უნდა დარჩეს და თანაზომიერი იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებები და ძირითადი ევროპული ღირებულებებია, რომლებსაც პატივი უნდა ეცეს, თუმცა მათი განხორციელება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს.

„მივესალმებით ალბანეთის ხელისუფლების ვალდებულებას პროტესტის უფლების დაცვის შესახებ. კანდიდატ ქვეყანაში, რომელიც მტკიცედ არის ერთგული ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისა და ამ გზაზე მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს, დავების მოგვარება კონსტრუქციული დიალოგითა და მშვიდობიანი გზით უნდა ხდებოდეს“, - დასძინეს ინსტიტუციაში.

ივნისიდან ალბანეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძესთან დაკავშირებული კომპანიის მიერ ადრიატიკის სანაპიროს განაშენიანების გეგმას აპროტესტებენ. შემდეგ ქვეყანა მოიცვა სტუდენტურმა პროტესტმა კორუფციის წინააღმდეგ, დემონსტრანტები ასევე განათლების რეფორმას ითხოვენ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ სულ უფრო მასშტაბური ქუჩის პროტესტი საფრთხეს უქმნის არა მის მთავრობას, არამედ ალბანეთის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს