ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი2 წთ საკითხავი👁 7

მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ

მარტა კოსი: შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელ X-ში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა , რომელიც კავკასიის რეგიონს და შუა დერეფანს მიუძღვნა. კოსი ვიდეოში საუბრობს იმაზე, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ თ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელ X-ში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა , რომელიც კავკასიის რეგიონს და შუა დერეფანს მიუძღვნა. კოსი ვიდეოში საუბრობს იმაზე, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ თ…

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელ X-ში სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელიც კავკასიის რეგიონს და შუა დერეფანს მიუძღვნა.

კოსი ვიდეოში საუბრობს იმაზე, რომ ირანში ომის დაწყების შემდეგ თითქმის ყველა თვითმფრინავი ფრენისას სამხრეთ კავკასიის მარშრუტს იყენებს.

მისი თქმით, კრიტიკული მნიშვნელობისაა შუა დერეფნის მარშრუტიც, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებს და ევროპის კონტინენტს ენერგომატარებლებით ამარაგებს. ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა თავისი წვლილი შეიტანოს, რათა შუა დერეფანი უფრო ეფექტური გახდეს.

„დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ორ მარშრუტზე ვიყავით დამოკიდებულები, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებდა ერთმანეთთან: ჩრდილოეთ მარშრუტი, რომელიც რუსეთზე გადიოდა და სამხრეთ მარშრუტი, რომელიც წითელი ზღვით და სუეცის არხით გადიოდა. თუმცა, კონფლიქტებმა აღნიშნულ მარშრუტები არასაიმედო გახადა. ბევრი გემი იძულებულია შემოვლითი გზით, კეთილი იმედის კონცხის გავლით იაროს. ეს არის ძველი მარშრუტი, რომლითაც ევროპა სუეცის არხის მშენებლობამდე სარგებლობდა.

მაგრამ არსებობს სხვა გზაც. შეხედეთ ფრენების რუკას ირანში ომის დაწყების შემდეგ. თითქმის ყველა თვითმფრინავი სამხრეთ კავკასიის გავლით დაფრინავს. ზუსტად აქ, შუა დერეფნის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენი ვაჭრობა, ენერგია და ციფრული კავშირგაბმულობა უსაფრთხო გავხადოთ. ის ევროპას აზიასთან სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს. მაგრამ, ამან რომ იმუშაოს, ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ.

აღნიშნული მარშრუტით ვაჭრობის მოცულობა 2022 წელთან შედარებით ოთხჯერ არის გაზრდილი. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქონლის მიწოდების ვადა 45 დღემდე იწელება. ჩვენი მიზანია მისი შემცირება 15 დღემდე. როგორ? გზების, რკინიგზების, პორტები გაუმჯობესებითა და საზღვარზე დაყოვნების დროის შემცირებით. ეს ჩვენს საწარმოებს ხარჯებს შეამცირებინებს და საქონელს ევროკავშირის მოსახლეობისთვის იაფს გახდის. ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კოსმა.





როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს