ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
უცხოეთი1 წთ საკითხავი👁 14

„ევრონიუსი“: ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები

„ევრონიუსი“: ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები, რაც მილიონობით ევროპელი ოჯახის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები, რაც მილიონობით ევროპელი ოჯახის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითა…

ევროპაში ინფლაციისა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე ეკონომიკური მდგომარეობა რთულდება, იზრდება საცხოვრებლის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ხარჯები, რაც მილიონობით ევროპელი ოჯახის მსყიდველუნარიანობაზე უარყოფითად აისახება. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

„ევროსტატის“ მონაცემებით, სექტემბერში ევროზონაში წლიურმა ინფლაციამ 3,8 პროცენტს მიაღწია, ენერგორესურსების ფასები კი 18,8 პროცენტით გაიზარდა. როგორც გამოცემა წერს, ფასების ზრდა ევროკავშირის ეკონომიკის თითქმის ყველა ძირითად სექტორს შეეხო.

ევროპის ცენტრალური ბანკის კვლევის თანახმად, ევროკავშირის მომხმარებელთა 35 პროცენტი შეშფოთებულია იმით, შეძლებს თუ არა სურსათის შეძენას. გამოკითხულთა 74 პროცენტმა კი შენიშნა, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეფუთვა, ან მოცულობა მცირდება, თუმცა მათი ფასი უცვლელი რჩება. ელექტროენერგიისა და გათბობის ხარჯების ზრდის გამო მილიონობით ევროპელს საცხოვრებლის სათანადოდ გათბობა უჭირს. ამავდროულად, სამშენებლო ხარჯების მატება და საცხოვრებელი ფართების დეფიციტი უძრავი ქონებისა და ქირის ფასების ზრდას განაპირობებს.

„ევრონიუსის“ ცნობით, ევროკომისია ფასების ზრდის შედეგების შესამსუბუქებლად რამდენიმე ინიციატივას ახორციელებს, თუმცა, ევროკავშირის მიერ შემუშავებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი გრძელვადიან რეფორმებზეა ორიენტირებული.

„ევრონიუსი“ წერს, რომ არსებული ვითარება აჩენს კითხვებს, რამდენად საკმარისია ბრიუსელის მიერ დაგეგმილი ზომები ინფლაციის შედეგების შესამსუბუქებლად და როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრი ქვეყნების ეროვნულ მთავრობებს შორის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს